Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდონეზიაში გაღვიძებულ ვულკანზე ასვლისას 11 ადამიანი დაიღუპა


ორშაბათს ინდონეზიის კუნძულ სუმატრაზე, ვულკან მერაპის კრატერთან, 11 გარდაცვლილი ალპინისტის ცხედარი იპოვეს. მე-12 დაკარგულის ძებნა გრძელდება. ამის შესახებ BBC და Euronews-ი იუწყებიან.

ამოფრქვევა კვირას დაიწყო. ერთი დღით ადრე, ვულკანზე ასვლას შეუდგა 75 ალპინისტისგან შემდგარი ჯგუფი. მათმა უმრავლესობამ გაქცევა მოახერხა, ზოგიერთი მათგანი დამწვრობით საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

მთა მერაპის სიმაღლე დაახლოებით სამი ათასი მეტრია. მედია იუწყება, რომ კვამლისა და ნაცრის ღრუბლის სიმაღლე კიდევ სამი კილომეტრი იყო. დიდი ალბათობით, ალპინისტებისთვის ვულკანის ამოფრქვევა მოულოდნელი აღმოჩნდა.

მერაპის ვულკანი ერთ-ერთი ყველაზე აქტიურია ინდონეზიის 127 ვულკანს შორის და ძალიან პოპულარულია მთამსვლელებში. ალპინისტების ზოგიერთი მარშრუტი გაიხსნა მხოლოდ ივნისში, წინა ამოფრქვევისგან დარჩენილი ნაცრის გაწმენდის შემდეგ.

მერაპის ყველაზე სასიკვდილო ამოფრქვევა მოხდა 1979 წელს, როდესაც 60 ადამიანი დაიღუპა. ვულკანის წინა ამოფრქვევა 2023 წლის იანვრიდან თებერვლამდე გაგრძელდა.

XS
SM
MD
LG