Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"საპენსიო სესხების" რეკლამირება იკრძალება


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ნაწილობრივ აკრძალა პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირება. 6 დეკემბერს რეგულატორის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერია, რომ ბანკებს აეკრძალებათ იმ პენსიონერებისთვის სესხის შეთავაზება, რომელთა შემოსავალიც მხოლოდ პენსია ან/და სოციალური შემწეობაა.

"კომერციული ბანკები ვერ შეძლებენ პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირებას, რომლის შინაარსიც საპენსიო ან სხვა ტიპის სოციალური გასაცემელის საფუძველზე მომხმარებელს სესხს შესთავაზებს.

ცვლილების მიზანია ე.წ. მოწყვლადი ჯგუფების დაცვა გაუთვითცნობიერებელი გადაწყვეტილებების მიღებისა და ჭარბვალიანობისგან. აღნიშნული ხელს შეუწყობს მომხმარებლებზე მეტად მორგებული გარემოს ჩამოყალიბებას და მათი უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვას", - წერია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

საქართველოში „საპენსიო სესხი“ ერთ-ერთი ყველაზე ძვირი საბანკო მომსახურებაა.

2023 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, საქართველოში სულ 354 397 სესხია გაცემული პენსიონერზე ან სოციალური დახმარების მიმღებ პირზე. მათ "ლიბერთი ბანკი" დაახლოებით 30 პროცენტად აძლევს ფულს. ჯამში პენსიონრებს და სოციალური დახმარების ამღებ პირებს ნასესხები აქვთ 401 331 743 ლარი.

XS
SM
MD
LG