Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახეთში, სოფელ ლეჩურთან, ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია


ვითარება ხანძრის ჩაქრობამდე. 5 დეკემბერი, 2023 წელი
ვითარება ხანძრის ჩაქრობამდე. 5 დეკემბერი, 2023 წელი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ლიკვიდირებულია კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჩურთან არსებულ ტყის მასივში, გაჩენილი ხანძარი.

დაკვამლიანება მთის ფერდობზე, ფოთლოვან ტყეში, ადგილობრივებმა 4 დეკემბერს შენიშნეს.

„ცეცხლი ტყის ქვედა საფარს, ეკალ-ბარდს და ხის ხმელ ტოტებს გაუჩნდა. ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართული იყო 50-მდე მეხანძრე-მაშველი და დრონები. რთული რელიეფის გამო, ხანძრის კერასთან სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შეყვანა ვერ მოხერხდა. მთელი ღამის განმავლობაში, პრევენციისა და მონიტორინგის მიზნით, ადგილზე იმყოფებოდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ჯგუფი“, - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.

XS
SM
MD
LG