Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეიარაღებულმა პირმა 3 ადამიანი მოკლა ლას-ვეგასის უნივერსიტეტში


ლას-ვეგასის უნივერსიტეტის კამპუსი, სადაც შეიარაღებულმა პირმა 3 ადამიანი მოკლა
ლას-ვეგასის უნივერსიტეტის კამპუსი, სადაც შეიარაღებულმა პირმა 3 ადამიანი მოკლა

შეიარაღებულმა პირმა 3 ადამიანი მოკლა ლას-ვეგასში, ნევადის უნივერსიტეტის კამპუსში. ადგილობრივმა პოლიციამ დეტალების დაკონკრეტების გარეშე განაცხადა, რომ თავდამსხმელი ნაპოვნია და ის მკვდარია. დადგენილია მისი ვინაობაც, თუმცა, ოჯახის წევრების ინფორმირებამდე, საჯაროდ არ ცხადდება.

ტელეკომპანია CNN-ის ცნობით, თავდამსხმელი ერთ-ერთი კოლეჯის 67 წლის პროფესორი იყო. უნივერსიტეტთან მისი კავშირი და დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. სროლის შედეგად დაიჭრა 3 ადამიანი, რომლებიც ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და კონგრესში რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, მხარი დაუჭირონ მის ინიციატივას ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-ტარების კანონის გამკაცრების შესახებ.

5 დეკემბერს ცეცხლსასროლი იარაღით 6 ადამიანი მოკლეს ტეხასის შტატშიც.

XS
SM
MD
LG