Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანექსირებულ ყირიმში გაზსადენი იწვის


საილუსტრაციო ფოტო არქივიდან. აფეთქებით გამოწვეული ხანძარი ე.წ. ქერჩის ხიდზე. 2022 წლის 8 ოქტომბერი
საილუსტრაციო ფოტო არქივიდან. აფეთქებით გამოწვეული ხანძარი ე.წ. ქერჩის ხიდზე. 2022 წლის 8 ოქტომბერი

რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ქალაქ ქერჩის გაზსადენზე ხანძარია. რუსული სააგენტოების ცნობით, ქერჩის ერთ-ერთ რაიონში იწვის გახეთქილი მილიდან ამოსული გაზი, რომელმაც ელექტროგადამცემი ხაზებიც დააზიანა.

გაზსადენზე გამთენიისას დაწყებული ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით გაურკვეველია.

ანექსირებულ ყირიმზე ხშირია დრონებით შეტევები, რომლებსაც რუსეთი „კიევის რეჟიმის მიერ ტერაქტების მცდელობას“ უწოდებს. დღეს ასეთი შეტევის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა. ამ ეტაპზე არაფერს ამბობენ შესაძლო დივერსიის თაობაზეც.

უკრაინას კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული რუსეთის მიერ 2014 წლიდან ანექსირებულ ყირიმში არსებული სამხედრო და სხვა ობიექტები, მათ შორის რუსეთის მიერ აშენებული ქერჩის, იგივე ყირიმის ხიდი, რომელიც უკრაინის ნახევარკუნძულს აკავშირებს რუსეთის ფედერაციასთან. 2022 წლის ოქტომბერში და 2023 წლის ივლისში მომხდარმა ძლიერმა აფეთქებებმა ხიდი მნიშვნელოვნად დააზიანა.

XS
SM
MD
LG