ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, აფხაზეთში გადაასვენეს უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი თემურ ხარიაშვილის ცხედარი.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, 1986 წელს დაბადებული თემურ ხარიაშვილი „დონბასის გათავისუფლების ბრძოლაში“ დაიღუპა.
„რუსულმა მხარემ დაღუპულის ცხედარი როსტოვიდან სოჭში გადაასვენა და იქ გადასცა ჩვენი რესპუბლიკის სამაშველო უწყებას“, - ვკითხულობთ დე ფაქტო სამინისტროს განცხადებაში.
ნოემბრის ბოლოს უკრაინიდან აფხაზეთში გადაასვენეს ორი მებრძოლის: შამილ დასანიას და მარზაკან აჩბას ცხედრები. ისინი დონეცკის ოლქში, ავდეევკის ინდუსტრიულ ზონაში დაიღუპნენ.