Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელმა მკვეთრად გააფართოვა ღაზის სექტორზე თავდასხმები, აშშ შეშფოთებულია


ღაზის სექტორი. 8 დეკემბერი. 2023 წელი
ღაზის სექტორი. 8 დეკემბერი. 2023 წელი
ისრაელმა ღაზის სექტორზე თავისი თავდასხმები მკვეთრად გააფართოვა, პალესტინელთა ანკლავს მთელ სიგრძეზე დაუშინა ცეცხლი, რასაც ასეულით ადამიანი ემსხვერპლა. ვაშინგტონმა განაცხადა, რომ ისრაელის დაპირება, რომ მეტს გააკეთებდა სამოქალაქო მოსახლეობის დაცვისთვის, არ სრულდება.
ისრაელის არმიის მონაცემებით, გასულ 24 საათში მათ ღაზის სექტორში იერიში მიიტანეს 450 სამიზნეზე. ეს ცეცხლის შეწყვეტის დასრულების შემდეგ განხორციელებული თავდასხმების უდიდესი რიცხვია. არმიის მიზანი კვლავ რჩება გვირაბების, იარაღისა და ტერორისტული ინფრასტრუქტურის მიკვლევა და განადგურება.
Reuters-ის თანახმად, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ღაზის სექტორის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი განდევნილია და არ აქვს წვდომა ჰუმანიტარულ ტვირთზე, საავადმყოფოები გავსებულია და საკვები თავდება, გაეროს უმნიშვნელოვანესმა ორგანიზაციამ განაცხადა, რომ საზოგადოება იმყოფება „სრული განადგურების პირას“. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა თავის ბრიტანელ კოლეგასთან, დევიდ კემერონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ადამიანები უკეთ უნდა იყვნენ ინფორმირებული უსაფრთხოების ზონების შესახებ, რომლებიც იქმნება. ამასთან, ლტოლვილებს უნდა ჰქონდეთ საკმარისი საკვები, წყალი და მედიკამენტები.
XS
SM
MD
LG