Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა ჟურნალისტი მაშა გესენი ძებნილთა სიაში შეიყვანა


ჟურნალისტი მაშა გესენი. 2011 წელი
ჟურნალისტი მაშა გესენი. 2011 წელი

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძებნილთა სიაში შეიყვანა ჟურნალისტი, მწერალი და კრემლის ღია კრიტიკოსი, მაშა გესენი, - აშშ-ის მოქალაქე, რომელიც წარმოშობით რუსეთიდანაა.

გესენის გვარი სამინისტროს სიაში 8 დეკემბერს შეიტანეს, თუმცა არ არის დაკონკრეტებული, რისთვის იძებნება ჟურნალისტი.

მედიის ცნობით, უფრო ადრე, გესენის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო აგვისტოს ბოლოს, რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ "ყალბი" ინფორმაციის გავრცელების ბრალდებით. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბრალდება მოჰყვა გესენის ინტერვიუს რუს ჟურნალისტ იური დუდთან, რუსეთის ჯარების მიერ უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი სავარაუდო სისასტიკეების შესახებ.

გესენი 2012-2013 წლებში ხელმძღვანელობდა რადიო თავისუფლების რუსულ სამსახურს.

XS
SM
MD
LG