Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსის სასამართლომ "ექსტრემისტულად" შერაცხა სოციალურ მედიაში რადიო თავისუფლების ანგარიშები

რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ლოგო
რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ლოგო
ბელარუსის სამხრეთ-აღმოსავლეთის ქალაქ გომელის სასამართლომ 7 დეკემბერს "ექსტრემისტულად" შერაცხა რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის Telegram-ის, YouTube-ის, X-ისა და TikTok-ის ანგარიშები.
უფრო ადრე, ბელარუსის ხელისუფლებამ ექსტრემისტების სიაში შეიტანა რადიო თავისუფლების ლოგო და მისი ანგარიშები სოციალურ ქსელებში Facebook-ზე, Instagram-ზე, VKontakte-სა და Odnoklassniki-ზე, ისევე როგორც რადიო თავისუფლების რუსული და უკრაინული სამსახურების TikTok-ის ანგარიშები.
"სვაბოდას" - რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ვებგვერდი დაბლოკილია ბელარუსში 2020 წლის აგვისტოს შემდეგ, როცა უპრეცედენტო საპროტესტო გამოსვლები დაიწყო საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგების გამო, რომლის მიხედვითაც ავტორიტარი მმართველი, ალიაქსანდრ ლუკაშენკა გამოცხადდა გამარჯვებულად.
XS
SM
MD
LG