Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღაზის ჩრდილოეთში ისრაელმა პალესტინელი კაცები შეკრიბა დასაკითხად - „ჰამასის“ წევრებს ეძებენ


ღაზის სექტორში, რაფაჰში ისრაელის არმიის მიერ დაბომბვის შემდეგ. 9 დეკემბერი, 2023 წელი
ღაზის სექტორში, რაფაჰში ისრაელის არმიის მიერ დაბომბვის შემდეგ. 9 დეკემბერი, 2023 წელი

ისრაელმა განაცხადა, რომ მისი სამხედროები ღაზის სექტორის ჩრდილოეთში აგროვებენ პალესტინელ კაცებს დასაკითხად, რათა მიაგნონ აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილი დაჯგუფება „ჰამასის“ მეომრებს.

ამის ფონზე, გაერომ გაფრთხილება გამოთქვა, რომ თავისი ოპერაცია, რომლის მიზანი იყო ჰუმანიტარული დახმარება, ვერ ხორციელდება.

პალესტინელების დაკავება მიუთითებს ისრაელის მცდელობაზე, განამტკიცოს სამხედროების პოზიციები ღაზის სექტორში. ისრაელის სამხედრო ოპერაცია - საჰაერო თავდასხმები და სახმელეთო კამპანია ორ თვეზე მეტია გრძელდება.

8 დეკემბერს აშშ-მა ვეტო დაადო გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, რომელსაც უმრავლესობამ მხარი დაუჭირა და რომელიც ჰუმანიტარული მიზნით ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG