Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ISW: რუსეთის ძალები ცდილობენ მარტის საპრეზიდენტო არჩევნებამდე აიღონ ინიციატივა ფრონტის ხაზზე


უკრაინული ნაღმმტყორცნები ბახმუტთან ახლოს. 2023 წელი, დეკემბერი
უკრაინული ნაღმმტყორცნები ბახმუტთან ახლოს. 2023 წელი, დეკემბერი

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინაში, ფრონტის რამდენიმე ნაწილში, შეტევითი ოპერაციები რთულ კლიმატურ პირობებში დაიწყეს. ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ინფორმაციით, ასე ცდილობენ ისინი საკუთარ ხელში აიღონ ინიციატივა რუსეთში მარტში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებამდე.

ამ დროისათვის რუსეთის შეიარაღებული ძალები შეტევით ოპერაციებს ახორციელებენ უკრაინის ფრონტის დიდ ნაწილში, განსაკუთრებით, ხარკოვისა და ლუგანსკის ოლქების საზღვრის გასწვრივ, ბახმუტის რაიონსა და ავდეევკის მიმართულებით. ამასთანავე, ისინი აგრძელებენ არასახმელეთო შეტევებს ზაპოროჟიეს ოლქის დასავლეთ ნაწილში.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ოფიციალური განცხადებებით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მოახერხეს ინიციატივის აღება ხარკოვისა და ლუგანსკის ოლქების საზღვარზე, ბახმუტის რაიონსა და ავდეევკა-დონეცის მიმართულებით მაშინ, როდესაც უკრაინის შეიარაღებული ძალები ინარჩუნებენ ინიციატივას სამხრეთის საკვანძო რაიონებში, რაზეც მოწმობს უკრაინის განგრძობითი კონტრშეტევები ზაპოროჟიეს ოლქის დასავლეთით და ხერსონის ოლქის აღმოსავლეთი სანაპიროს მიმართულებით.

ISW-ის შეფასებით, მძიმე კლიმატურმა პირობებმა შესაძლოა იმოქმედოს საომარი მოქმედებების ტემპზე, თუმცა მას ვერ შეაჩერებს.

XS
SM
MD
LG