Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა გერმანიის ელჩი გააკრიტიკა მოსკოვის ტაძარში გამოთქმული სიტყვებისთვის


საილუსტრაციო ფოტო: მოსკოვის საკათედრო ტაძარში. 24 დეკემბერი, 2021 წელი
საილუსტრაციო ფოტო: მოსკოვის საკათედრო ტაძარში. 24 დეკემბერი, 2021 წელი

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკრიტიკა გერმანიის ელჩი რუსეთში საშობაო კონცერტის დროს წარმოთქმული სიტყვებისთვის, რომლებიც შეეხებოდა ომის მსხვერპლთა ხსოვნას და მშვიდობისკენ მოწოდებას.

ელჩი ალექსანდრ გრაფ ლამსდორფი 9 დეკემბერს სიტყვით გამოვიდა მოსკოვის საკათედრო ტაძარში და თქვა, რომ „ომი არ არის გარდაუვალი“ და პატივი მიაგო უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში დაღუპულთა ხსოვნას.

დიპლომატის გამოსვლა მკაცრად გააკრიტიკა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG