Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბერბოკი არაბულ ქვეყნებს მიმართავს, მოუწოდონ „ჰამასს“, დაყაროს იარაღი


გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი. 3 ნოემბერი, 2023 წელი
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი. 3 ნოემბერი, 2023 წელი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა არაბულ ქვეყნებს მოსთხოვა, ღაზაში ომის დასრულებისთვის მეტი გააკეთონ. თავის ყოველკვირეულ ინტერვიუში, რომელიც ბერბოკმა მისცა გერმანიის რადიოს, Deutschlandfunk-ს, მინისტრმა გადაჭრით მოუწოდა პროგრესულ არაბულ ქვეყნებს, „ზეგავლენა“ იქონიონ აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებში ტერორისტულ დაჯგუფებად მიჩნეულ „ჰამასზე“, რათა მან დაყაროს იარაღი.

არ შეიძლება პასუხისმგებლობის თავიდან აცილება, ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნა და ამასთან ფიქრი, რომ ისრაელმა უბრალოდ უნდა შეწყვიტოს თავდაცვა. ეს არის იმის უგულებელყოფა, რომ არ დასრულდება ტანჯვა პალესტინელებისა, რომლებსაც „ჰამასი“ ცოცხალ ფარად იყენებს. არავინ არის გულგრილი იმის მიმართ, რომ ღაზაში ათასობით ბავშვი იხოცება - თქვა ბერბოკმა, რომელმაც ისრაელს მიმართა, რაც შეიძლება შეზღუდოს ღაზის სექტორში სამოქალაქო მოსახლეობის ტანჯვა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ არ შეიძლება მოსახლეობას მხოლოდ პროკლამაციებით მოუწოდო, უსაფრთხო ადგილებს მიაშურონ, როცა ამგვარი უსაფრთხო ადგილი არ არსებობს. მისი თქმით, საჭიროა უსაფრთხო სივრცე, სადაც მოსახლეობა წასვლას შეძლებს, სამხედრო აქცია უფრო მიზნობრივად უნდა ჩატარდეს.

„ისრაელის ბრძოლა უდანაშაულო პალესტინელების წინააღმდეგ კი არა, ტერორისტული ორგანიზაციa „ჰამასის“ წინააღმდეგ არის მიმართული", - თქვა ბერბოკმა.

XS
SM
MD
LG