Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში პოლიცია მივიდა გეიკლუბში, სადაც შეხვედრა იმართებოდა


რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგის პოლიცია სპეცდანიშნულების რაზმის და კინოლოგების თანხლებით მივიდა ქალაქის გეიკლუბში, Fame-ში, სადაც საღამოს შეხვედრა იმართებოდა.

ამის შესახებ რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროექტი „ნასტოიაშჩეე ვრემია“ იტყობინება, Ura.ru.-ზე დაყრდნობით. პოლიციის ცნობით, ასამდე პირი შეამოწმეს და კონფისკაცია გაუკეთეს ცხრა ლიტრ უაქციზო ალკოჰოლიან სასმელს, რომელიც ექსპერტიზაზე გაიგზავნა.

რეიდში მონაწილეობდა მოძრაობა „სახალხო კონტროლის“ კოორდინატორი დმიტრი ჩუკრეევი, რომელმაც ანგარიშში დაწერა, რომ შემოწმების დროს კლუბში „იმართებოდა თემატური საღამო, რომლის დროსაც კაცები ქალებად იყვნენ გადაცმული და როლებს თამაშობდნენ“.

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ იუსტიციის სამინისტროს თხოვნის საფუძველზე ხუთშაბათს, 30 ნოემბერს, მიიღო არარსებული "საერთაშორისო ლგბტ მოძრაობის" აკრძალვისა და მისი ექსტრემისტულად ცნობის შესახებ გადაწყვეტილება. „მედიაზონის“ ინფორმაციით, სარჩელი ბრალდებულის გარეშე განიხილებოდა, სასამართლოს სხდომაში მხოლოდ იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი მონაწილეობდა.

XS
SM
MD
LG