Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პრეზიდენტი არგენტინაში პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრო და გზას აშშ-ისკენ გააგრძელებს


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი (მარცხნივ) და არგენტინის პრეზიტდენტი ხავიერ მილეი. 10 დეკემბერი, 2023 წელი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი (მარცხნივ) და არგენტინის პრეზიტდენტი ხავიერ მილეი. 10 დეკემბერი, 2023 წელი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სამხრეთ ამერიკაში თავისი პირველი ვიზიტის ჩარჩოებში არგენტინაში ჩავიდა და დაესწრო ამ ქვეყნის ახალი პრეზიდენტის, ხავიერ მილეის ინაუგურაციას.

ზელენსკი ესაუბრა ახლახან გამართულ არჩევნებში გამარჯვებულ მილეის, რომელიც თავს ანარქო-კაპიტალისტს და ლიბერტარიანელს უწოდებს. მან არაერთხელ გამოხატა რუსეთთან ომში უკრაინის მხარდაჭერა.

არგენტინისკენ გზად მიმავალი ზელენსკი კაბო-ვერდეში შეხვდა კაბო-ვერდეს რესპუბლიკის პრემიერს.

არგენტინაში ჩასვლის შემდეგ კი იგი შეხვდა სამხრეთ ამერიკის სამი ქვეყნის: პარაგვაის, ურუგვაის და ეკვადორის, ასევე საფრანგეთის პრეზიდენტებს. ზელენსკის მიზანია, რუსეთთან ომში მოიპოვოს სამხრეთ ამერიკის ქვეყნების მხარდაჭერა.

ემანუელ მაკრონთან საუბარში ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინისთვის მნიშვნელოვანი იქნება ევროპული საბჭოს მოსალოდნელი გადაწყვეტილება ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე კიევთან მოლაპარაკების დაწყების შესახებ.

ზელენსკი არგენტინაში მცირე ხნით შეხვდა და ესაუბრა უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს.

ორბანის პრესსამსახურის ცნობაში არაფერია ნათქვამი იმაზე, კვლავ იქნება თუ არა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების წინააღმდეგი. განცხადების თანახმად, ორბანმა მხოლოდ ის თქვა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები მუდმივად მსჯელობენ ამ საკითხზე.

არგენტინის შემდეგ ზელენსკი აშშ-ს ეწვევა

.

XS
SM
MD
LG