Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ჯარებმა მასიური შეტევა დაიწყეს ორი მიმართულებით - გენერალი ტარნავსკი


საილუსტრაციო ფოტო: გენერალ ალექსანდრ ტარნავსკის თქმით, უკრაინელი ჯარისკაცები მტკიცედ იცავენ ხაზს
საილუსტრაციო ფოტო: გენერალ ალექსანდრ ტარნავსკის თქმით, უკრაინელი ჯარისკაცები მტკიცედ იცავენ ხაზს

რუსეთის ჯარებმა დაიწყეს მასიური შეტევა ავდეევკის და მარიინსკის მიმართულებით. ამის შესახებ წერს რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახური, უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერატიული და სტრატეგიული ჯარების დაჯგუფება „ტავრიის“ მეთაურ, გენერალ ალექსანდრ ტარნავსკიზე დაყრდნობით.

"ორი დღის წინ მტერმა დაიწყო მასიური შეტევითი ოპერაციები ჯავშანტექნიკის მხარდაჭერით ავდეევკისა და მარიინსკის მიმართულებით. აქტიურად იყენებს ავიაციას, მართვად საჰაერო ბომბებს. ორ დღეში განახორციელეს 19 ავიაიერიში. შემოსევა გრძელდება. ჩვენი ჯარისკაცები მტკიცედ იჭერენ თავდაცვით ხაზს. გუშინ მტრის 42 თავდასხმა იქნა მოგერიებული ნოვობახმუტოვკის აღმოსავლეთით, სევერნისა და ტონენკის სამხრეთით და ავდეევკის, პერვომაისკის და ნეველსკის რაიონებში", - წერს გენერალი ტარნავსკი ტელეგრამის არხში.

გენერლის ცნობით, მტერი ცდილობს წინსვლას როგორც ავდეევკის ჩრდილოეთით, ასევე სამხრეთით.

უკრაინის გენშტაბის თანახმად, მოწინააღმდეგე ისევ ცდილობს ავდეევკის ალყაში მოქცევას, თუმცა თავდაცვის ძალები განაგრძობენ მის შეკავებას და თავდაცვის ხაზს ინარჩუნებენ.

XS
SM
MD
LG