Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დააკავეს კაცი, რომელმაც არასრულწლოვან გოგოებს ინტიმური ფოტოები გაუვრცელა


ერთ-ერთი ბრალდებულის დაკავება
ერთ-ერთი ბრალდებულის დაკავება

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 1 ნოემბერს დააკავა 1995 წელს დაბადებული კაცი, რომელმაც არასრულწლოვან გოგოებს ინტიმური ფოტოები გააგზავნინა, შემდეგ კი ინტერნეტში განათავსა. დაკავებულს პატიმრობა ემუქრება.

"გამოძიებით დადგინდა, რომ წალკის რაიონში მცხოვრებმა ბრალდებულმა, სოციალურ ქსელში ყალბი გვერდი შექმნა, რომლის გამოყენებითაც 2023 წლის მაისსა და სექტემბერში კომუნიკაცია სამ არასრულწლოვან დაზარალებულ გოგოსთან დაამყარა.

ბრალდებულმა არასრულწლოვნების ნდობა მოიპოვა, რის შემდეგაც მოტყუების და იძულების ხერხით, გადააღებინა და გადააგზავნინა ინტიმური შინაარსის ფოტოები და ვიდეოები. მათ შორის, ორი დაზარალებული არასრულწლოვნისგან გაგზავნილი ინტიმური შინაარსის ფოტო საჯაროდ განათავსა მის მიერ შექმნილ სოციალური ქსელის ყალბ გვერდზე, აღნიშნული გზით დაზარალებულებს დამატებით ინტიმური შინაარსის ფოტო/ვიდეო მასალის გადაღება და გადაგზავნა აიძულა", - წერია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.

უწყებამ მედიას გაუგზავნა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის შესახებ ოქტომბერ-ნოემბერში გამოვლენილი დანაშაულის სტატისტიკა. სტატისტიკის თანახმად, სულ ამხილეს 14 ადამიანი, მათგან 5 დააკავეს.

დროის ამ მონაკვეთში დანაშაულში მხილებულთა შორის არიან 14 წლის ბიჭი და მისი ორი მეგობარი. ამ ბიჭს 2023 წლის ივლისში 14 წლის გოგომ facebook-ით ინტიმური შინაარსის ფოტოები გაუგზავნა, ბიჭმა კი შემდეგ თავის მეგობრებს გადაუგზავნა:

"დაზარალებული გოგონას ინტიმური შინაარსის ფოტო მის კლასელებში გავრცელდა, რითაც დაირღვა მისი პირადი ცხოვრების საიდუმლო".

29 ნოემბერს დანაშაულში ამხილეს 10 ადამიანი - ისინი პირადი ცხოვრების ამსახველ ინტიმურ ფოტოებსა და ვიდეოებს მობილური ტელეფონებითა და სოციალური ქსელებით მოიპოვებდნენ და დაზარალებულების ახლობლებსა და სხვა პირებს უგზავნიდნენ.

XS
SM
MD
LG