Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გუდაური-კობის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა


გუდაური
გუდაური

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის და ქარბუქის გამო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე.

უწყების ცნობითვე, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტი გაუჩერებლად გავლის რეჟიმში იმოძრავებს, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

XS
SM
MD
LG