Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევზე სარაკეტო შეტევა იყო, არიან დაშავებულები


საილუსტრაციო ფოტო არქივიდან. რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად დაზიანებული სახლი კიევში
საილუსტრაციო ფოტო არქივიდან. რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად დაზიანებული სახლი კიევში

რუსეთის სამხედრო ძალებმა მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანეს უკრაინის დედაქალაქ კიევზე. მერიის წინასწარი მონაცემებით, საჰაერო თავდაცვის სისტემის მიერ მოგერიებული რაკეტების ნამსხვრევების ჩამოცვენის შედეგად დაშავდა 34 ადამიანი. 15, მათ შორის 2 ბავშვი, საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

კიევის დნეპრის და დარნიცკის რაიონებში, სულ მცირე სამ ადგილას ხანძარი გაჩნდა. დაზიანებულია რამდენიმე სახლი და წყლით მომარაგების სისტემის მილები. დამწვარია რამდენიმე ავტომობილი.

უკრაინის საჰაერო ძალებმა ადგილობრივი დროით 03:04 საათზე გამოაქვეყნეს გაფრთხილება მოსალოდნელი სარაკეტო შეტევის შესახებ. გამოცემა „უკრაინსკა პრავდის“ ინფორმაციით, მალევე კიევში გაისმა აფეთქებების ხმა და საჰაერო განგაშის სისტემა მხოლოდ შემდეგ ჩაირთო. ამას ადასტურებს კიევში ბრიტანული BBC-ს კორესპონდენტიც.

ბოლო დღეებში კიევზე უკვე მესამე სარაკეტო იერიში განხორციელდა.

XS
SM
MD
LG