Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეგიონებს 51 ახალი ავტობუსი გადაეცემათ


რუსთავი
რუსთავი

ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებს ჯამში 51 ახალი ავტობუსი გადაეცემათ. ახალი ავტობუსები კონტრაქტორმა კომპანიამ რუსთავში ჩაიყვანა, სადაც ასევე ჩასულია მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი.

რეგიონების მიხედვით ავტობუსები ასე გადანაწილდა:

  • მარნეული - 4;
  • დმანისი - 3;
  • ბორჯომი - 6;
  • რუსთავი - 20;
  • მცხეთა - 10;
  • ბოლნისი - 4;
  • თეთრი წყარო - 3.

„ისუზუს“ 8-მეტრიანი ავტობუსები ადაპტირებულია შშმ პირებისთვის და გათვლილია 47 მგზავრზე. სამთავრობო პროექტით, 38 მუნიციპალიტეტისთვის სულ 154 ავტობუსის შეძენა იგეგმება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG