Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი: მშვიდობა იქნება მაშინ, როცა მიზნებს მივაღწევთ


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე. 2023 წლის 14 დეკემბერი
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე. 2023 წლის 14 დეკემბერი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ უკრაინაში მშვიდობა შესაძლებელია მხოლოდ რუსეთის მიზნების მიღწევის შემდეგ.

დღეს, 14 დეკემბერს, წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციასა და მოქალაქეებთან ე.წ. „პირდაპირი ხაზის“ დროს პუტინმა თქვა, რომ მიზნები არ შეცვლილა - უკრაინის „დენაციფიკაცია და დემილიტარიზაცია“ და „ნეიტრალური სტატუსი“.

„მშვიდობა იქნება მაშინ, როცა ჩვენს მიზნებს მივაღწევთ“, - განაცხადა პუტინმა.

რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ 2022 წლის 24 თებერვლიდან დაწყებული ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დენაციფიკაცია და დემილიტარიზაცია“. უკრაინაში შეჭრამდე კრემლმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი. ომის მსვლელობისას რუსეთმა თავის ტერიტორიებად გამოაცხადა უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქები, თუმცა ვერცერთ მათგანს სრულად ვერ აკონტროლებს.

უკრაინას თავის მიზნად გამოცხადებული აქვს ყველა ტერიტორიის, მათ შორის რუსეთის მიერ 2014 წლიდან ანექსირებული ყირიმის დაბრუნება.

XS
SM
MD
LG