Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელი განაგრძობს შეტევას ღაზაში და აცხადებს, რომ ომი "რამდენიმე თვეზე მეტხანს" გასტანს


ღაზა, 2023 წელი
ღაზა, 2023 წელი

ისრაელი 15 დეკემბერს განაგრძობს შეტევას ღაზის სექტორში მას შემდეგ, რაც თავის მოკავშირეს, აშშ-ს უთხრა, რომ "ჰამასის" გასანადგურებლად წარმოებული ომი "რამდენიმე თვეზე მეტხანს გასტანს".

"ჰამასის" განადგურებისა და "ჰამასის" მებრძოლების მიერ გატაცებული მძევლების გათავისუფლების დაპირებებით ისრაელი ღაზის სექტორში აწარმოებს მასშტაბურ სამხედრო შეტევას. ამის შედეგად ალყაშემორტყმული რეგიონის დიდი ნაწილი ნანგრევებადაა ქცეული. საომარი მოქმედებები დაიწყო 7 ოქტომბერს, როდესაც აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნების მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული "ჰამასი" ისრაელში შეიჭრა და თავს დაესხა ღაზის სექტორთან საზღვრისპირა დასახელებებს. ამ ოპერაციის დროს 1200 პირი დაიღუპა, 240 მძევლად გაიტაცეს.

"ჰამასის" მიერ მართული ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ომს 18 700-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

აშშ მხარს უჭერს ისრაელის პასუხს "ჰამასის" თავდასხმებზე, თუმცა მასზე ზეწოლას ახორციელებს, რათა ისრაელმა უფრო მეტი გააკეთოს ღაზის სამოქალაქო პირებს შორის მსხვერპლის შესამცირებლად.

მიმდინარე კვირაში გაეროს გენერალურმა ასამბლეამ დიდი უმრავლესობით მიიღო ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეზოლუცია.

XS
SM
MD
LG