Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თოვლის გამო გზებზე შეზღუდვებია


საილუსტრაციო ფოტო: დათოვლილი გზა
საილუსტრაციო ფოტო: დათოვლილი გზა

ინტენსიური თოვის გამო, საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთზე შეზღუდვებია დაწესებული, აცხადებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის გზის კმ39-კმ52 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ასევე, საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

XS
SM
MD
LG