Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში 12 250 აბონენტს გაზი შეუწყდა


თბილისში, დიღმის მასივის 12 250 აბონენტს გაზის მიწოდება შეწყვეტილი აქვს.

ამის მიზეზი, „თბილისი ენერჯის“ განცხადებით, ისაა, რომ კერძო კომპანიამ გათხრის დროს საშუალო წნევის გაზსადენი მილი დააზიანა.

გაზი არ მიეწოდება დიღმის მასივის I, II, III, IV, V, VI კვარტლებისა და ათობით ქუჩაზე მცხოვრებ ასობით ოჯახს.

გაზის მიწოდება 17 დეკემბრის დღის მეორე ნახევარში იგეგმება.

„თბილისი ენერჯი“ ბოდიშს იხდის დისკომფორტისთვის.

XS
SM
MD
LG