Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა აცხადებს, რომ რუსმა სამხედროებმა თავისი სუ-25 ჩამოაგდეს


საილუსტრაციო ფოტო. თვითმფრინავი სუ-25
საილუსტრაციო ფოტო. თვითმფრინავი სუ-25

უკრაინაში ჩამოვარდა რუსეთის არმიის მოიერიშე თვითმფრინავი სუ-25. ამის შესახებ რუსული სამხედრო ტელეგრამ-არხები წერენ. მათი ინფორმაციით, თვითმფრინავმა კატასტროფა 17 დეკემბერს, ნიკოლაევის ოლქში განიცადა, სავარაუდოდ, „ცუდი მეტეოპირობების“ გამო.

რუსული ტელეგრამ-არხი Fighterbomber-ი, რომლის ადმინისტრატორი სავარაუდოდ, მოქმედი, ან ყოფილი რუსი სამხედროა, კატასტროფის მიზეზად ასახელებს „სივრცითი ორიენტაციის დაკარგვას“.

უკრაინის საჰაერო ძალების სარდალი მიკოლა ოლეშჩუკი აცხადებს, რომ მოიერიშე თვითმფრინავი სუ-25 თავად რუსეთის საზენიტო ძალების წარმომადგენლებმა ჩამოაგდეს. „ამისთვის მათ დიდი მადლობა მთელი უკრაინელი ხალხისგან“, - დაწერა ოლეშჩუკმა ტელეგრამ-არხზე.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს უკრაინაში სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.

XS
SM
MD
LG