Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაშველებმა გოდერძის უღელტეხილზე, თოვლში ჩარჩენილი 8 ადამიანი გამოიყვანეს


გოდერძის უღელტეხილი.
გოდერძის უღელტეხილი.

გოდერძის უღელტეხილზე დიდთოვლობის გამო გამო სამი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელშიც რვა ადამიანი იმყოფებოდა, გზის გაგრძელებას ვერ ახერხებდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მეხანძრე-მაშველებმა თოვლში ჩარჩენილი მოქალაქეები გამოიყვანეს.

გოდერძის უღელტეხილი.
გოდერძის უღელტეხილი.

„მეხანძრე-მაშველების მიერ, ყველა შესაბამისი სპეც-ტექნიკის მობილიზების შედეგად, თოვლში ჩარჩენილი ავტომობილების თოვლის საფარიდან გამოთავისუფლება და მოქალაქეების, უვნებლად, უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა მოხდა", - იუწყება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

გოდერძის უღელტეხილი.
გოდერძის უღელტეხილი.
XS
SM
MD
LG