Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა, დაღუპულია 100-ზე მეტი ადამიანი


ჩინეთში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა 2008 წლის მაისშიც
ჩინეთში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა 2008 წლის მაისშიც

სულ მცირე 118 ადამიანი დაიღუპა და 300-ზე მეტი დაშავდა დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ პროვინციებში განსუსა და ცინხაიში.

ჩინეთის ხელისუფლების ინფორმაციით, დღეს, 19 დეკემბერს, მომხდარი 6,2 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი განსუს პროვინციაში მდებარეობდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის მაგნიტუდა 5,9 იყო.

ჩინეთის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, მხოლოდ განსუში განადგურებული ან დაზიანებულია 4782 სახლი, წყლით მომარაგების სისტემა, ელექტროგადამცემი ხაზები და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა. ჩინეთის მეთაურმა სი ძინპინმა შესაბამის სამსახურებს მოუწოდა მასშტაბური სამძებრო-სამაშველო ოპერაციისკენ, რათა მსხვერპლი მინიმუმამდე იყოს დაყვანილი.

ჩინეთში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა 2008 წლის მაისშიც. სიჩუანის პროვინციაში 87 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG