Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო გამოძიება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომელიც შეეხება არასრულწლოვანებზე პოლიციელის მხრიდან ძალადობას. "TV პირველის" თანახმად, შემთხვევა ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა.

"ჩემი შვილები აფორთხიალეს მიწაზე, ფეხებით შეადგნენ. სახეზე მუხლი ჩააჭირეს, ბავშვს ლოყა ჩალურჯებული აქვს... სასწრაფოს რომ ვკითხე, რატომ არის ეს კოპები-თქო, თვითონ ბავშვმა იქვე საპატრულო თანამშრომლის თვალწინ თქვა, რომ ერთ-ერთმა თანამშრომელმა თავში მას იარაღის კონდახი 5-ჯერ ჩაარტყა და მართლაც ბავშვს 5 კოპი აქვს", - ამბობს არასრულწლოვანის დედა, ტელეარხის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საქმე აღძრა სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - პოლიციელის მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების გადამეტება ისჯება ხუთიდან რვა წლამდე პატიმრობით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG