Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი "მკაცრი" პასუხით ემუქრება "უცხოეთის აგენტებს, რომლებიც რუსეთში დესტაბილიზაციას იწვევენ" უკრაინის დახმარებით


ვლადიმირ პუტინი, რუსეთის პრეზიდენტი
ვლადიმირ პუტინი, რუსეთის პრეზიდენტი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა "მკაცრი" პასუხის შესახებ გააფრთხილა, მისი თქმით, უცხოეთის აგენტები, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინის დახმარებით რუსეთის დესტაბილიზაციას ცდილობენ.

რუსეთის უსაფრთხოების ძალების დღეს, 20 დეკემბერს, მათდამი მიძღვნილ ვიდეომიმართვაში პუტინმა თქვა, რომ " მკაცრად უნდა იყოს შეჩერებული უცხოეთის სპეციალური აგენტების მცდელობა, დესტაბილიზაცია იყოს რუსეთის პოლიტიკურ და სოციალურ ვითარებაში".

კრემლის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში პუტინი უკრაინის მთავრობას სდებს ბრალს "უცხოეთის სპეციალური სამსახურების პირდაპირი მხარდაჭერის" გამოყენებაში.

XS
SM
MD
LG