Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა აპირებს საზღვარგარეთ მცხოვრები თავისი მოქალაქეების ჯარში გაწვევას


რუსტემ უმეროვი, უკრაინის თავდაცვის მინისტრი. 28 სექტემბერი, 2023 წელი
რუსტემ უმეროვი, უკრაინის თავდაცვის მინისტრი. 28 სექტემბერი, 2023 წელი

უცხოეთში მცხოვრები 25-60 წლის უკრაინელი კაცები მომავალ წელს უკრაინის შეიარაღებული ძალების გაწვევის პუნქტებში უნდა გამოცხადდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ სანქციები დაეკისრებათ. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა განუცხადა ტელეკომპანია WELT TV-ს, გამოცემებს, Bild-სა და Politico-ს.

უმეროვის თქმით, განხილვის საგანია სანქციები, რომლებიც ნებაყოფლობით გამოუცხადებლობის შემთხვევაში დაეკისრებათ პირებს.

იუწყებიან, რომ უკრაინას დამატებით 450 ათასიდან 500 ათასამდე სამხედროს მობილიზება სურს, თუმცა გადაწყვეტილების ფინანსურ-პოლიტიკური პირობები ჯერ არ ჩამოუყალიბებიათ.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მობილიზაციას „მგრძნობიარე საკითხი“ უწოდა.

უმეროვის თქმით, აუცილებელია თანმიმდევრულობა. მომავალმა სამხედრო მოსამსახურეებმა წინასწარ უნდა იცოდნენ, რას ისწავლიან და რით აღიჭურვებიან, სად და როდის იმსახურებენ და როდის გათავისუფლდებიან.

Welt-ი წერს, რომ გაწვევის შიშით ბევრმა უკრაინელმა მამაკაცმა დატოვა ქვეყანა. ამასთან, უკრაინელი სამხედროები წააწყდნენ რუსეთის მზარდ შეტევით ტემპს ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან.

XS
SM
MD
LG