Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლო: ფიფამ და უეფამ სუპერლიგის შექმნაზე უარის თქმით ანტიმონოპოლიური კანონი დაარღვიეს


ევროპის სუპერლიგა
ევროპის სუპერლიგა

ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ 21 დეკემბერს გამოიტანა დადგენილება, რომლის თანახმად, უეფამ და ფიფამ ევროკავშირის ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის საწინააღმდეგოდ იმოქმედეს, როცა შეაჩერეს სუპერლიგის შექმნის გეგმები.

სასამართლომ საქმე შარშან, მას მერე განიხილა, რაც 2021 წლის აპრილში სუპერლიგამ ამოქმედება ვერ შეძლო.

12 მეამბოხე კლუბის მიერ შექმნილ კომპანიას ახლა სათავეში „რეალ მადრიდი“ და „ბარსელონა“ უდგანან მას მერე, რაც ის წელს „იუვენტუსმა“ დატოვა.

კომპანიამ თავისი პოზიციის დასაცავად მიმართა სასამართლოს.

შემდგომ მადრიდის სასამართლომ მართლმსაჯულების ევროპულ სასამართლოს სთხოვა, საქმე ევროკავშირის კანონმდებლობის მიხედვით განეხილა.

XS
SM
MD
LG