რუსეთის დაბომბვის შედეგად დონეცკის რაიონის ქალაქ ტორეცკში სამი ადამიანი დაიღუპა. სამხარეო პროკურატურის ცნობით, 21 დეკემბერს, დაახლოებით შუადღისას, რუსეთის არმიამ ქალაქზე ორი საჰაერო დარტყმა განახორციელა. ნაღმები მოხვდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებს, დაიღუპნენ 41, 42 და 45 წლის კაცები, დაშავდა ორი საწარმოს კიდევ ხუთი თანამშრომელი.
"დაზარალებულები, 33-დან 54 წლამდე ასაკის, კვალიფიციური სამედიცინო დახმარების მისაღებად საავადმყოფოში გადაიყვანეს. დონეცკის რეგიონული პროკურატურის საპროცესო ხელმძღვანელობით დაიწყო წინასწარი გამოძიება სისხლის სამართლის საქმის წარმოებაზე ომის კანონებისა და ჩვეულებების დარღვევის შესახებ (უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 438-ე მუხლის მე-2 ნაწილი)", - ნათქვამია შეტყობინებაში.
რუსი სამხედროები უკრაინის რეგიონებს რეგულარულად ესხმიან თავს სხვადასხვა სახის იარაღით - უპილოტო საფრენი აპარატებით, რაკეტებით, ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარებით. მიუხედავად მტკიცებულებებისა და ჩვენებებისა, მოსკოვი უარყოფს უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას.
21 ნოემბრის მონაცემებით, გაერომ დაადასტურა, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან სულ მცირე 10 000 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, რომელთაგან 560-ზე მეტი ბავშვი იყო. დაშავდა 18 500-ზე მეტი სამოქალაქო პირი.