Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევზე დრონებით თავდასხმა იყო

22 დეკემბრის ღამით კიევზე დრონებით თავდასხმის შედეგი
22 დეკემბრის ღამით კიევზე დრონებით თავდასხმის შედეგი

22 დეკემბრის ღამით უკრაინის დედაქალაქ კიევზე დრონებით შეტევა იყო. იუწყებიან, რომ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ სოლომენის რაიონში ჩამოაგდო დრონი, რომლის ნამსხვრევები საცხოვრებელ სახლს დაეცა. უკრაინულ მედიას ინფორმაცია კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ მიაწოდა.

კიევის დროით შუაღამით, შესაბამის უწყებაში ცეცხლის გაჩენის შესახებ შევიდა შეტყობინება სოლომენის რაიონის იმ საცხოვრებელი სახლის ზედა სართულიდან, რომელსაც დრონის ნაწილები დაეცა.

კიევის მერის წინასწარი მონაცემებით, არიან დაშავებულები - ორ ადამიანს სამედიცინო მომსახურება გაეწია, ერთი მათგანი კლინიკაში მოათავსეს, სხვას კი სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.

წუხელვე დრონების ნამსხვრევები ჩამოცვივდა კიევის დარნიცის რაიონში. გოლოსეევის რაიონში კი ორსართულიანი, დაუსრულებელი შენობის მეორე სართულზე ცეცხლი გაჩნდა. ხანძარი ლიკვიდირებულია, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

მოგვიანებით უკრაინელმა მაშველებმა ჟურნალისტებს უჩვენეს თავდასხმის ზოგი შედეგი, სამ ბინაში დანგრეული კედლები.

​
XS
SM
MD
LG