Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტოლტენბერგი: რუსეთი უკრაინაში დასახულ მიზნებს ვეღარ მიაღწევს


ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი. ბრიუსელი, ნოემბერი, 2023.
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი. ბრიუსელი, ნოემბერი, 2023.

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მოსკოვი ვეღარ მიაღწევს უკრაინაში რუსეთის შეჭრისას დასახულ მიზნებს.

სააგენტო Deutsche Presse-Agentur-ს ალიანსის ხელმძღვანელმა უთხრა, რომ უკრაინაში შეჭრის მიზანი რუსეთისთვის იყო ნატოსა და ევროკავშირთან უკრაინის დაახლოებისთვის ხელის შეშლა. თითქმის ორწლიანი ომის განმავალობაში კი უკრაინა ნატოს კიდევ უფრო დაუახლოვდა, ვიდრე ოდესმე.

ეს, სტოლტენბერგის აზრით, რუსეთისთვის დიდი სტრატეგიული მარცხია.

XS
SM
MD
LG