Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანია არ აპირებს უკრაინელი ლტოლვილების უკან - საომრად გაბრუნებას


გერმანიის იუსტიციის მინისტრი,მარკო ბუშმანი. ბერლინი. 29 ნოემბერი, 2023 წელი
გერმანიის იუსტიციის მინისტრი,მარკო ბუშმანი. ბერლინი. 29 ნოემბერი, 2023 წელი

რუსეთთან საომრად ჯარისკაცების მობილიზების საქმეში უკრაინის პრობლემებს არ მოჰყვება არანაირი პოლიტიკური გადაწყვეტილება უკრაინელების მიმართ, რომლებიც გერმანიაში ცხოვრობენ, - ამის შესახებ განაცხადა გერმანიის იუსტიციის მინისტრმა, მარკო ბუშმანმა.

"ისე არ მოხდება, რომ ჩვენ ადამიანებს სავალდებულო სამხედრო სამსახურს ან მათი ნების წინააღმდეგ სამხედრო სამსახურს ვაიძულებთ“, - უთხრა ბუშმანმა dpa-ს.

უკრაინაში მიმდინარეობს დისკუსია იმაზე, თუ როგორ მიიზიდონ ჯარისკაცები არმიაში, რომელსაც დამატებით 450 ათასიდან 500 ათასამდე სამხედრო ესაჭიროება რუსეთთან თითქმის ორი წელიწადის განმავლობაში მიმდინარე ომში.

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა განუცხადა დასავლეთის მედიას, რომ უცხოეთში მცხოვრები 25-60 წლის უკრაინელი კაცები მომავალ წელს უკრაინის შეიარაღებული ძალების გაწვევის პუნქტებში უნდა გამოცხადდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ სანქციები დაეკისრებათ.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მობილიზაციას „მგრძნობიარე საკითხი“ უწოდა.

XS
SM
MD
LG