Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიამ უკრაინას გადასცა სამხედრო ტექნიკისა და საბრძოლო მასალის მორიგი პაკეტი


გერმანიის მთავრობამ კიევს სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გაუგზავნა, მათ შორის სამხედრო ტექნიკა და საბრძოლო მასალა, - Deutsche Welle-ს ინფორმაციით, ამის შესახებ ცნობა გერმანიის მთავრობამ გამოაქვეყნა თავის ვებსაიტზე.

საუბარია 3 ცალ Gepard-ზე - თვითმავალ საზენიტო სისტემასა (უკრაინისათვის გადაცემული Gepard-ების საერთო რაოდენობამ 52-ს მიაღწია) და მისთვის განკუთვნილ 30 ათას 240 ცალ საზენიტო ჯავშანსატანკო საბრძოლო ჭურვზე. პაკეტში ასევე შედის დაუზუსტებელი რაოდენობის საბრძოლო მასალა Leopard 2 A6 მოდელის ტანკებისთვის. გერმანიას უკრაინისათვის 18 ასეთი ტანკი აქვს გადაცემული.

ახალ პაკეტში ასევე შედის 2500 ცალი 155მმ-იანი საარტილერიო ჭურვი; 25 ათას 536 ცალი 40 მმ კალიბრიანი საბრძოლო მასალა; ორი WISENT 1 ტიპის ჯავშანმანქანა (ჯამური რაოდენობა 14); 10 ცალი სადაზვერვო დრონი Vector სათადარიგო ნაწილების კომპლექტით (ჯამში - 162); სასაზღვრო სამსახურის ორი მანქანა (საერთო რაოდენობა - 243); ორი სარაკეტო თავდაცვის სისტემა AMPS ვერტმფრენისთვის (საერთო რაოდენობა - 4); 8 ცალი მაღალი გამავლობის სატვირთო მანქანა Zetros (ჯამური რაოდენობა - 240) და სხვა აღჭურვილობა, ასევე სანიტარიული საშუალებები.

გერმანიის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, მხოლოდ 2023 წელს კიევმა ბერლინიდან 4,34 მილიარდი ევროს ღირებულების შეიარაღება მიიღო. გერმანიაში გაიარა წვრთნა 10 ათასმა უკრაინელმა სამხედრო მოსამსახურემ. ჯამში, 2022 წლის თებერვლიდან, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, გერმანიამ 5,97 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარება გაუწია უკრაინას.

XS
SM
MD
LG