Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„წელსაც გადაწყვიტეს, რომ მთელი წელი ჩუმად უნდა ვყოფილიყავი“ - მომღერალი ნინო ქათამაძე


მომღერალი ნინო ქათამაძე
მომღერალი ნინო ქათამაძე

ქართველმა მომღერალმა ნინო ქათამაძემ ფეისბუკით გაავრცელა ცნობა, რომელშიც აღნიშნავს, რომ ამ ახალ წელსაც ვერ გამართავს კონცერტებს საქართველოს ვერცერთ ქალაქში.

„ამ წელსაც გადაწყვიტეს რომ მთელი წელი უნდა ვყოფილიყავი ,,ჩუმად,, ანუ სიმღერის-კონცერტების გარეშე, იბრძოლეს ყველგან და ყველასთან, სადაც შეეძლოთ…(ვინ? ..იმედი მაქვს ხვდებით). და ამ ახალ წელსაც ვერ შევძლებ თქვენთან ერთად ყოფნას, რადგან აქაც არ დაიშურეს ძალები. სამწუხაროდ ვერც ერთ ქალაქში ვერ შევხდებით, განსაკუთრებულად მტკივა ჩემი ბათუმი“, - წერს ნინო ქათამაძე.


მომღერალი არ აზუსტებს, ვინ გადაწყვიტა, რომ ის ყოფილიყო „ჩუმად“ და ვის გამო ვერ ატარებს „სიმღერა-კონცერტებს“ მთელი წლის განმავლობაში.

მაგრამ ნინო ქათამაძე თავის სტატუსში ფეისბუკის მკითხველებს ჰპირდება, რომ ამ დღეებში აუცილებლად ჩაერთვება მათ, „რადგან ვთვლი რომ უნდა იცოდეთ დეტალები, სანამ კიდევ რამე ,,მომაწერეს და დამაბრალეს“.

ცნობილია, რომ ნინო ქათამაძე არ ერიდება ხელისუფლების კრიტიკას.
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების შემდეგ, მომღერალმა მხარი დაუჭირა მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნას.
„დიახ, რა თქმა უნდა გახარია უნდა გადადგეს და ეს მოთხოვნა სრულიად ჯანსაღი და ლეგიტიმურია. ზუსტად მესმის საზოგადოების ჯანსაღი კრიტიკა ჩემს მიმართ და ვიზიარებ თითოეულ შენიშვნას“, - დაწერა 4 წლის წინ მომღერალმა თავის ფეისბუკში.


2022 წლის მარტში ნინო ქათამაძე ერთ-ერთი იყო იმ მრავალრიცხოვან ქართველ ხელოვანთა შორის, რომლებმაც მხარდაჭერის წერილი გაუგზავნეს თავიან უკრაინელ კოლეგებს.

„გვინდა იცოდეთ, რომ საქართველოს დღევანდელი მთავრობა არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას და ჩვენ ყოველგვარ პრორუსულ პოზიციას კატეგორიულად ვემიჯნებით!“ - ნათქვამია იყო ქართველი მწერლების, კინემატოგრაფისტების, მუსიკოსების, მხატვრების, გამომცემლების, მთარგმნელების, თეატრისა და კულტურის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების მიმართვაში.

XS
SM
MD
LG