Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა ორი რუსული ავიაგამანადგურებლის ჩამოგდებას იუწყება, რუსეთი განცხადებას არ აკეთებს


საილუსტრაციო ფოტო არქივიდან: Су-34 ტიპის ავიაგამანადგურებელი
საილუსტრაციო ფოტო არქივიდან: Су-34 ტიპის ავიაგამანადგურებელი

უკრაინის გენშტაბი ორი რუსული თვითმფრინავის, Су-34-სა და Су-30-ის ჩამოგდების შესახებ იუწყება.

უკრაინელმა სამხედროებმა ავიაგამანადგურებელ Су-34-ის ჩამოგდების შესახებ კვირას განაცხადეს, ხოლო რაც შეეხება Су-30-ს, მისი განადგურება უკრაინის გენშტაბმა დღეს დაადასტურა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაცია ოფიციალურად არ დაუდასტურებია.

Су-34 და Су-30 თანამედროვე საბრძოლო ავიაგამანადგურებლებია, თითოეული რამდენიმე ათეული მილიონი დოლარი ღირს.

ამასთან, უკრაინის გენშტაბი იუწყება, რომ 25 დეკემბრის ღამით ჩამოგდებულია 31 დრონიდან 29.

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, ოდესაზე "შაჰედების" თავდასხმა სამხრეთ და ჩრდილოეთ მიმართულებებიდან განხორციელდა. შეტევა იყო ასევე ქვეყნის ცენტრალურ და დასავლეთ ნაწილებზე, კონკრეტულად სად, უკრაინელი სამხედროები არ აზუსტებენ.

XS
SM
MD
LG