Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღაზაზე ისრაელის საჰაერო დარტყმას ემსხვერპლა კიდევ სულ მცირე 68 ადამიანი, მათ შორის ბავშვები


ღაზა, 2023 წლის 25 დეკემბერი
ღაზა, 2023 წლის 25 დეკემბერი

სულ მცირე 68 ადამიანი ემსხვერპლა ისრაელის საჰაერო დარტყმას ცენტრალურ ღაზაზე - აცხადებენ ჯანდაცვის სფეროს მესვეურები.

სააგენტო "ასოშიეიტედ პრესის" ჟურნალისტები შეესწრნენ სცენებს, როგორ გამოჰქონდათ პალესტინელებს დაღუპულთა ცხედრები, მათ შორის ჩვილი ბავშვის ცხედარი ერთ-ერთი საავადმყოფოდან და გამოჰყავდათ დაჭრილები მაღაზის ლტოლვილთა ბანაკიდან. სისხლით დასვრილი ერთ-ერთი ახალგაზრდა გოგონა შოკის მდგომარეობაში იყო, როცა მის სხეულს მოტეხილობების აღმოსაჩენად ამოწმებდნენ.

საავადმყოფოს წინასწარი მონაცემებით, 68 დაღუპულს შორის სულ მცირე შვიდი ბავშვი და 12 ქალია.

ისრაელის არმიის რიგებში შაბათ-კვირას განცდილი დანაკარგი გაუტოლდა 15 სამხედროს.

XS
SM
MD
LG