Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიო ბანკმა უკრაინას სახელმწიფო ხარჯებისთვის თანხები გამოუყო


საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ხელმძღვანელები უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გამოსვლას უსმენენ. 2023 წლის 11 ოქტომბერი, მარაკეში, მაროკო.
საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ხელმძღვანელები უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გამოსვლას უსმენენ. 2023 წლის 11 ოქტომბერი, მარაკეში, მაროკო.

მსოფლიო ბანკის პროგრამის ფარგლებში, უკრაინამ სახელმწიფო ხარჯების მხარდასაჭერად 1.34 მილიარდი დოლარი მიიღო. საუბარია სახელმწიფოს ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაძლიერებაზე.

"ამერიკის ხმის" თანახმად, მსოფლიო ბანკმა 1.086 მილიარდი დოლარის დაფინანსება გამოყო, ნორვეგიამ - 190 მილიონი დოლარის გრანტი, აშშ-მა - 50 მილიონი დოლარი და შვეიცარიამ - 20 მილიონი დოლარი.

უკრაინის ფინანსთა სამინისტროს ცნობით, თანხები უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტის იმ ხარჯების ნაწილობრივ დაფარვას მოხმარდება, რომლებიც დაკავშირებული არაა უსაფრთხოებასა და თავდაცვასთან. კერძოდ, - გადაუდებელი სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებისთვის ასაკის მიხედვით სოციალური შეღავათებისა და ანაზღაურების გაზრდას.

უკრაინის ფინანსთა მინისტრის თქმით, საერთაშორისო ფინანსური დახმარება „მნიშვნელოვანი წვლილია უკრაინის ფინანსური და ეკონომიკური სტაბილურობის შესანარჩუნებლად“, რაც საშუალებას აძლევს უკრაინას, დაფაროს ომის დროს პრიორიტეტული სოციალური ხარჯები.

XS
SM
MD
LG