Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა რადას მობილიზაციის შესახებ კანონპროექტი წარუდგინა


საილუსტრაციო ფოტო: უკრაინელი სამხედროები ფრონტის ხაზზე. 2023 წლის 17 დეკემბერი
საილუსტრაციო ფოტო: უკრაინელი სამხედროები ფრონტის ხაზზე. 2023 წლის 17 დეკემბერი

უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა უმაღლეს რადას მობილიზაციისა და სამხედრო აღრიცხვის შესახებ მომზადებული კანონპროექტი წარუდგინა. კანონპროექტი ითვალისწინებს ცვლილებებს რამდენიმე კანონში, რისი მიზანიც სამხედრო სამსახურისა და მობილიზაციის საკითხების სრულყოფაა.

საკანონმდებლო ინიციატივით გათვალისწინებულია სამობილიზაციო ასაკის 27-დან 25 წლამდე შემცირება.

ტყვეობიდან დაბრუნებული სამხედრო მოსამსახურეებისთვის დასვენების საშუალების მიცემა, 90-დღიანი ანაზღაურებადი შვებულების შენარჩუნებით.

წვევამდელთა და რეზერვისტთა სამხედრო აღრიცხვის სრულყოფა.

ორშაბათს რადის ფრაქციის, "ხალხის მსახურის" თავმჯდომარე დავით არახამიამ თქვა, რომ მინისტრთა კაბინეტს 500 ათასი სამხედრო მოსამსახურის მობილიზაციის ინიციატივა აქვს.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სამხედროებმა 450-500 ათასი ადამიანის მობილიზება სთხოვეს, მაგრამ მათ მოსთხოვა შეიმუშაონ გეგმა, რომელიც გაითვალისწინებს არა მხოლოდ ახალი მეომრების მობილიზებას, არამედ მათ დემობილიზაციას, ვინც უკვე თითქმის ორი წელია, იბრძვის.

„მე ვთქვი, რომ მეტი არგუმენტი მჭირდება, რათა მხარი დავუჭირო ამ მიმართულებას“, - თქვა ზელენსკიმ.

XS
SM
MD
LG