Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანმა ორი ფრანგი დიპლომატი გააძევა ქვეყნიდან


აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა. ბაქო. 11 ნოემბერი, 2022 წელი
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა. ბაქო. 11 ნოემბერი, 2022 წელი

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ორი ფრანგი დიპლომატი გააძევა ქვეყნიდან, „მათი დიპლომატიური სტატუსისთვის შეუთავსებელი მოქმედების“ გამო.

სამინისტროს განცხადებით, დაიბარეს საფრანგეთის ელჩი ბაქოში ან ბუიონი, რათა მისთვის გამოეცხადებინათ “მკაცრი პროტესტი საელჩოს ორი თანამშრომლის მოქმედების გამო“. ორ ფრანგ დიპლომატს 48 საათი მისცეს ქვეყნის დასატოვებლად.

ჯერჯერობით უცნობია პარიზის რეაქცია მომხდარზე, არც იმაზე გავრცელებულა ინფორმაცია, რა არის დიპლომატების გაძევების მიზეზი.

საფრანგეთსა და აზერბაიჯანს შორის ბოლო წლებში ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც საფრანგეთმა გააძლიერა სომხეთის დახმარება და ბაქოს მიმართ კრიტიკა.

XS
SM
MD
LG