Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსხვერპლი მოჰყვა უკრაინაზე რუსეთის წუხანდელ თავდასხმას


საილუსტრაციო ფოტო. თავდასხმის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაო უკრაინაში
საილუსტრაციო ფოტო. თავდასხმის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაო უკრაინაში

ოთხშაბათს ღამით, რუსეთმა უკრაინის სამხრეთ რეგიონებს Shahed- 131/136 ტიპის დრონებით შეუტია. ოდესის რეგიონში 12 დრონი ჩამოაგდეს, ნიკოლაევის რაიონში - სამი, ვინიცაში - ორი. ინფორმაციას უკრაინის სამხრეთის თავდაცვის ძალები ავრცელებენ.

უკრაინის საჰაერო ძალების მანამდე გავრცელებული ცნობით, უკრაინის ტერიტორიის მისამართით გაშვებული 46 Shahed-ის ტიპის დრონიდან 32 გაანადგურეს. დრონები ჩამოაგდეს ხერსონის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, ხმელნიცკისა და კიროვოგრადის ოლქებში.

ოდესის ოლქში ჩამოგდებული დრონის ნამსხვრევები ერთ-ერთ მშენებარე შენობას დაეცა, ერთი დრონის ნამსხვრევები დაეცა ოდესის გარეუბანში მდებარე სააგარაკე სახლს, ნათქვამია განცხადებაში. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, დაიღუპა ერთ ადამიანი, სამი კი დაშავდა, მათ შორის ერთი 17 წლის მოზარდია.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, სულ ცოტა ერთი დრონი ჩამოაგდეს ვინიცასთან ახლოს.

საჰაერო ძალების ინფორმაციით, იმ დრონების უმეტესობა, რომელთა ჩამოგდებაც ვერ მოხერხდა, თავს ფრონტის ტერიტორიებს დაესხა, კერძოდ, ხერსონის ოლქს. სამხრეთის თავდაცვის ძალების ცნობით, ხერსონში სავაჭრო ცენტრი და საცხოვრებელი კორპუსები დაზიანდა.

გუშინ უკრაინის სამხრეთის ქალაქ ხერსონის სარკინიგზო სადგურზე თავდასხმის შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა.

უკრაინის შს მინისტრის, იჰორ კლიმენკოს განცხადებით, თავდასხმისას სადგურში იმყოფებოდა დაახლოებით 140 სამოქალაქო პირი, რომლებიც საევაკუაციო მატარებელს ელოდებოდნენ. ეს თავდასხმა თავის საღამოს გამოსვლაში ახსენა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და თქვა, რომ სამაშველო ძალები ზომებს იღებენ.

XS
SM
MD
LG