Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა იარაღის მწარმოებელი, გასტონ გლოკი


ავსტრიელი იარაღის ინჟინერი გასტონ გლოკი.
ავსტრიელი იარაღის ინჟინერი გასტონ გლოკი.

გარდაიცვალა იარაღის ცნობილი მწარმოებელი, ავსტრიელი ინჟინერი გასტონ გლოკი.

მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია კომპანიამ გაავრცელა.

გლოკი 94 წლის იყო.

ვენელმა მეწარმემ სახელი გაითქვა „გლოკის“ ტიპის მსუბუქი იარაღით.

„გლოკ 17-მა,“ რომელიც 1980-იან წლებში გამოვიდა, პლასტიკური მასის მაღალი შემცველობით რევოლუცია მოახდინა იარაღის მსოფლიოს ბაზარზე.

„გლოკის“ ტიპის პისტოლეტებს მოიხმარენ გერმანიის, ავსტრიის, აშშ-ის და სხვა ქვეყნების უშიშროების ძალები.

XS
SM
MD
LG