Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უმსხვილესმა კრიპტობირჟამ რუსებისგან მათი თანხების გატანა მოითხოვა


მსოფლიოს უმსხვილესმა კრიპტობირჟა Binance-მა რუს კლიენტებს გაუგზავნა მოთხოვნა, რომ 29 დეკემბრამდე გადაიტანონ თავიანთი სახსრები ნებისმიერ სხვა კრიპტოპლატფორმაზე, ასევე დაფარონ ყველა მოუგვარებელი ვალდებულება.
წინააღმდეგ შემთხვევაში, 29 დეკემბრიდან თანდათან დაიხურება რუსების მიერ გახსნილი ყველა პოზიცია.

აგვისტოში Binance-მა შემოიღო რუსებისთვის რუბლის გარდა, ნებისმიერი ვალუტით ვაჭრობის შეზღუდვები, Binance p2p სერვისის მეშვეობით („peer-to-peer, "ადამიანიდან ადამიანამდე"). კრიპტობირჟას არ განუმარტავს, თუ რას უკავშირდება შეზღუდვები, მაგრამ ადრე აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ დაიწყო გამოძიება Binance-ის მიმართ, რომელიც, სავარაუდოდ, რუსეთის მოქალაქეებს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებოდა.


უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ფონზე, რუსები უფრო მეტად იყენებენ კრიპტოვალუტის სერვისებს. რუსეთში მკაცრად შეზღუდულია SWIFT-ით გადარიცხვები, საერთაშორისო გადახდის სისტემებმა კი დატოვეს ქვეყნის ბაზარი.

მიმდინარე წლის სექტემბერში, კრიპტოვალუტის უდიდესმა ბირჟა Binance-მა რუსეთის ბაზრიდან გასვლის შესახებ გამოაცხადა. კომპანიამ თქვა, რომ თავისი რუსული ბიზნესი მიჰყიდა კრიპტოვალუტის გადამცვლელ კომპანია CommEX-ს. აგვისტოში ბირჟამ რუს კლიენტებს აუკრძალა რუბლის გარდა, სხვა ვალუტით ოპერაციების წარმოება, რეგიონისთვის პასუხისმგებელმა მთავარმა მენეჯერებმა კომპანია დატოვეს.

XS
SM
MD
LG