Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

86 წლის არქიეპისკოპოსს ბრალი ედება რუსეთის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციაში


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

არქიეპისკოპოსმა, ვიქტორ პივოვაროვმა, სლავური და სამხრეთ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის 86 წლის წინამძღვარმა, რომელიც ემიჯნება მოსკოვის საპატრიარქოს, 28 დეკემბერს რადიო თავისუფლებას აცნობა, რომ კრასნოდარის მხარის პოლიციამ მას ბრალი წაუყენა რუსეთის შეიარაღებული ძალების "განმეორებით დისკრედიტაციაში".

ბრალდება უკავშირდება არქიეპისკოპოსის მიერ ხელმოწერილ სტატიას, რომელშიც ის გმობდა ომს.

ახალი ბრალდება მას შემდეგ წაუყენეს, რაც პივოვაროვი მარტში სასამართლოს გადაწყვეტილებით 40 000 რუბლით (436 დოლარი) დააჯარიმეს იმის გამო, რომ მისი ერთ-ერთი ქადაგება, სადაც ის გმობდა უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრას, ამ ქვეყნის სამხედროების "დისკრედიტაციას" წარმოადგენდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG