Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო აკვირდება ვითარებას პოლონეთში - სტოლტენბერგი


ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი. ბრიუსელი. 28 ნოემბერი, 2023 წელი
ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი. ბრიუსელი. 28 ნოემბერი, 2023 წელი

ნატო აკვირდება ვითარებას პოლონეთში მას შემდეგ, რაც რუსული რაკეტა, როგორც ჩანს, შეიჭრა ალიანსის წევრი ქვეყნის საჰაერო სივრცეში, განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა სოციალურ ქსელ X-ში.

"ვესაუბრე (პოლონეთის) პრეზიდენტს, ანჯეი დუდას სარაკეტო ინციდენტის შესახებ პოლონეთში. ნატო სოლიდარობას უცხადებს ჩვენს მნიშვნელოვან მოკავშირეს, აკვირდება ვითარებას და ვინარჩუნებთ კონტაქტს, როცა ფაქტები დადგინდება. ნატო ფხიზლად არის“, განაცხადა სტოლტენბერგმა.

სტოლტენბერგის განცხადება მოჰყვა ინფორმაციის გავრცელებას, რომ პოლონეთის საჰაერო სივრცე უკრაინის მხრიდან დაარღვია უცნობმა მფრინავმა ობიექტმა.

ობიექტი პოლონეთის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ შენიშნა, თუმცა მოგვიანებით ის რადარებიდან გაქრა. ობიექტის დაცემა არ დაუფიქსირებიათ.

სამხედროები არ გამორიცხავენ, რომ ობიექტს ტრაექტორია შეეცვალა და კვლავ უკრაინაში დაბრუნებულიყო.

პოლონეთმა საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები მთელი ქვეყნის მასშტაბით.

უკრაინის საზღვრიდან მფრინავი ობიექტის გამოჩენა დაემთხვა 29 იანვარს უკრაინაზე რუსეთის შეიარაღებული ძალების მასირებულ თავდასხმას. 29 დეკემბრის გამთენიისას დაიბომბა კიევი, ხარკოვი, ოდესა, ლვოვი, დნეპრი, ზაპოროჟიე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG