Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბულგარეთი და რუმინეთი ნაწილობრივ მიიღეს შენგენის ზონაში


ევროპულმა საბჭომ ბულგარეთი და რუმინეთი ნაწილობრივად მიიღო შენგენის ზონაში. ევროკომისიის ვებსაიტის თანახმად, ამ გადაწყვეტილებას ერთხმად დაუჭრეს მხარი.

2024 წლის მარტში შენგენის ხელშეკრულების ქვეყნებთან ამ ორი ქვეყნის საჰაერო და საზღვაო საზღვრებზე გაუქმდება სასაზღვრო კონტროლი.

სახმელეთო საზღვრებზე კონტროლის გაუქმების შესახებ მოლაპარაკებები ახალ წელს გაგრძელდება. ევროკომისიის ცნობით, ევროპული საბჭო გონივრულ ვადებში მიიღებს გადაწყვეტილებას.

შენგენის ზონაში ქვეყნების ნაწილობრივ მიღება პირველად გადაწყდა.

უწყება აცხადებს, რომ შენგენის ზონაში ბულგარეთისა და რუმინეთის მიღების შესახებ გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს მოგზაურობის, ვაჭრობისა და ტურიზმის განვითარებას. შეეძლებათ თუ არა სოფიას და ბუქარესტს უცხოელებისთვის შენგენის ვიზების გაცემა, არ აზუსტებენ.

ბულგარეთი და რუმინეთი 2007 წელს გახდნენ ევროკავშირის წევრები.

ევროკომისიამ გამოაცხადა, რომ მზად იყო, ჯერ კიდევ 2011 წელს მოეხდინა ქვეყნების ინტეგრაცია შენგენის ზონაში, მაგრამ 12 წლის განმავლობაში ბლოკავდა ამ გადაწყვეტილებას. მიზეზად ის ასახელებდა კორუფციასთან დაკავშირებულ პრობლემებს და ბულგარეთისა და რუმინეთის უუნარობას, დაეცვათ საკუთარი საზღვრები. კერძოდ, ავსტრია და ნიდერლანდი შიშობდნენ, რომ გაიზრდებოდა არალეგალური მიგრანტების ნაკადი.

შენგენის ზონაში ბულგარეთის შეყვანის წინააღმდეგ გამოდიოდა უნგრეთი. დეკემბერში ბუდაპეშტმა შეცვალა პოზიცია. მანამდე სოფიამ უნგრეთის ხელისუფლების ზეწოლით გააუქმა გადასახადი რუსული გაზის ტრანზიტისთვის.

XS
SM
MD
LG