Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილი: ეს იყო მართლაც განსაკუთრებული წარმატებებისა და წინსვლის წელი


ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი გასულ, 2023 წელს აჯამებს. მისი თქმით, ხალხისა და ხელისუფლების საერთო ძალისხმევის შედეგად დღეს საქართველო გამორჩეული ლიდერია მთელ მსოფლიოში ეკონომიკური წინსვლისა და დემოკრატიის თვალსაზრისით.

“ამ პროცესების დაგვირგვინებად, ჩვენი ერთიანი, ღირსებასა და სიმართლეზე დაფუძნებული შრომის საუკეთესო აღიარებად იქცა ისტორიული მოვლენა - საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ამ მიღწევამ, რომელსაც ჩვენს წინაპართა დიდი მემკვიდრეობა უმაგრებს ზურგს, არა მხოლოდ შეუქცევადად განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავალი და მისი ღირსეული ადგილი ევროპის თავისუფალ ერთა ოჯახში, არამედ თავად ევროკავშირის ახალი კონტურები მოხაზა”, - ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.

პრემიერ-მინისტრის საახალწლო მიმართვა
please wait

No media source currently available

0:00 0:04:12 0:00

მისი თქმით, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ის მიღწევაა, რომელსაც “ჩვენს წინაპართა დიდი მემკვიდრეობა უმაგრებს ზურგს”. “არა მხოლოდ შეუქცევადად განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავალი და მისი ღირსეული ადგილი ევროპის თავისუფალ ერთა ოჯახში, არამედ თავად ევროკავშირის ახალი კონტურები მოხაზა და ახლა, როდესაც საქართველო ისე ახლოსაა თავისი ეროვნული მიზნების მიღწევასთან, როგორც არასდროს, დამდეგ 2024 წელს ახალი იმედებით, მიზნებითა და ამოცანებით ვხვდებით; ვხვდებით შემართებით და მზაობით, კვლავაც თავდაუზოგავად ვიშრომოთ ამ ეროვნული მიზნების მალე მისაღწევად”, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

XS
SM
MD
LG