Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის წარმომადგენელი: ისრაელის მხრიდან ჯარის ნაწილობრივ გაყვანა მიანიშნებს ღაზაში ოპერაციათა ინტენსივობის კლებაზე


კვამლი ღაზის ცენტრის თავზე, 2024 წლის იანვარი
კვამლი ღაზის ცენტრის თავზე, 2024 წლის იანვარი

ისრაელის გადაწყვეტილება ღაზიდან გაიყვანოს სამხედროთა გარკვეული ნაწილი მიანიშნებს ნაკლები ინტენსივობის ოპერაციებზე გადასვლას პალესტინელთა ანკლავის ჩრდილოეთით, თუმცა ბრძოლა კვლავ გრძელდება - განაცხადა აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა 1 იანვარს. მის სიტყვებს ავრცელებს სააგენტო "როიტერსი".

ისრაელმა გამოაცხადა ცვლილებაზე ტაქტიკაში და სამხედროთა რიცხვის შემცირებაზე, ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ისრაელმა ტანკები გაიყვანა ქალაქ ღაზის უბნებიდან. მაგრამ ღაზაში კვლავ გრძელდება შეტაკებები და ინტენსიური დაბომბვა.

ღაზის ომს ბიძგი მისცა 7 ოქტომბერს ჰამასის მიერ ისრაელზე მოულოდნელად მოწყობილმა იერიშმა, რასაც, ისრაელის განცხადებით, ემსხვერპლა 1200 ადამიანი.

პალესტინელთა ჯანდაცვის მესვეურთა თქმით, ისრაელის საპასუხო შეტევას შეეწირა 21978-ზე მეტი ადამიანი, დაჭრილია კიდევ ათასობით პირი.

XS
SM
MD
LG